საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა – საქმეს პროკურატურა იძიებს

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოსიარულე მოქალაქე ა.ჯ.-ს დაეჯახა. ა.ჯ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.