საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

პუბლიკა

პოლიციამ საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 151-ე მუხლის, მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ მუქარას.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.