თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა.
ხმის დათვლის პროცესი ახლა მიმდინარეობს, თუმცა ქვეყნდება პარალელური დათვლის შედეგები.
BBC-ის ცნობით, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, აჰმედ იენერმა განაცხადა, რომ არსებული მონაცემებით რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ქემალ კილიჩდაროღლუს უსწრებს.
საარჩევნო ყუთების 54.6%-ის მიხედვით, ერდოღანს ხმათა 54.47% აქვს, ხოლო კილიჩდაროღლუს – 45.53%. (თბილისის დროით, 20:30)
პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებენ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu და კერძო საინფორმაციო სააგენტო ANKA.
Anadolu-ს მონაცემებით, ერდოღანს, ხმათა 52.61% აქვს, კილიჩდაროღლუს – 47.39%. (თბილისის დროით 20:30)
ANKA-ს მიხედვით, ერდოღანი – 51.35% და კემალ კილიჩდაროღლუ – 48.65% (თბილისის დროით 20:30).
ხმის დათვლის პროცესი გრძელდება.