საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად შოთაძე დაასახელა

პუბლიკა

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე დაასახელა.

ირაკლი შოთაძის გარდა, შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან: ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია და სოფიო შენგელია.

გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას ხვალ, 14:00 საათზე გამართავს.

დღევანდელ კენჭისყრაზე ოთხი კანდიდატი საბჭომ  15 კანდიდატიდან აირჩია.

შოთაძის კანდიდატურა საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთაძემ სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. შემდეგ კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.