საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

პუბლიკა

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და 3 კანდიდატი შეარჩია.

კენჭისყრის შედეგები შემდეგია:
ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა
დავით ბარბაქაძე – 1 ხმა
ლალი ბუნტური – 0 ხმა
დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა
გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა
ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა​
ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.