საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს

პუბლიკა

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი. ის ამ პოსტზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო. შოთა ტყეშელაშვილს მხარი საპროკურორო საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა.

საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას აქაქმდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.