საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი.
ბრალდებულები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან:
ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ისაკ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და აფეთქების მომზადებას გულისხმობს.
მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შსს საპროტესტო აქციების ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს შემდეგი მუხლებით:
- მუხლი 18. დანაშაულის მომზადება
- მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება
- მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა
- მუხლი 239/1. ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება
- მუხლი 229. აფეთქება
- მუხლი 229/1. ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა – ელექტროენერგიით ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა.
- მუხლი 353/1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა
ბოლო ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია 26 ადამიანი.