ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
ზუგდიდის საკრებულოში 2017 წლის მოწვევის საკრებულო 2022 წლის თვითმმართველობის ბიუჯეტის დამტკიცებას დილიდან ცდილობს. სხდომა თავმჯდომარემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სხდომა უფლებამოსილია, იმსჯელოს ბიუჯეტის პროექტზე, რადგან დეპუტატების უმრავლესობა სხდომას ესწრება.
თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლა სტვენით შეაწყვეტინა ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ, რის გამოც მას დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე იყო შეხლა-შემოხლა, იქ ამ დრომდე რჩება პოლიცია.
შეხლა-შემოხლის დროს, როგორც წითლიძე ამბობს ხელი დაუზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით აქციაზე მყოფი ორი პირი პოლიციამ გაიყვანა, რომლებიც პუვილიზატორით წარწერებს აკეთებდნენ.
ზუგდიდი
მეორე ტურში არჩევნები ერთ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
- „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი;
- „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთადერთი არაა, სადაც დღეს 2017 წლის მოწვევის საკრებულო ახალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული ბათუმშიც, სადაც ასევე იგეგმება 2022 წლის ბიუჯეტის მიღება.