2026 წელს „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოვებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გიორგი სიხარულიძის ფილმს, „პანოპტიკონს“ წარადგენს.
ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა.
კინოცენტრის განცხადებით, გამარჯვებული ფილმი 16 სექტემბერს სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა.
კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ორი ფილმი:
- „ტერცო მონდო” – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი;
- „პანოპტიკონი” – რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.
ქართველი კინემატოგრაფისტები 2 წელზე მეტია, ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ. მრავალმა რეჟისორმა „ოსკარზე” გასაგზავნი ფილმის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე უარი ამიტომაც თქვა.
კინოს სფეროს წარმომადგენლები 2023 წლის აგვისტოდან მოითხოვენ ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობას და ორგანიზაციას ბოიკოტს ამიტომაც უცხადებენ.