ამ წუთებში „გირჩის” აქტივისტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, „სუს”-თან, აქციას მართავენ.
“ვერ შეგვაშინებს ვერც სუსი და ვერ მთლიანად ხელისუფლება რომელიც არალეგიტიმურია”. – ამბობენ მანიფესტანტები.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ, რომ „ვიღაც ოლიგარქი ცდილობს ხელისუფლების ყველა შტო მიიტაცოს და მოქალაქეებში შიში დანერგოს”.
„მაგრამ ვერ შეგვაშინებენ, საქართველო არ გაისუსება” – ამბობენ აქციაზე შეკრებუილები.
შეგახსენებეთ, რომ ოპოზიციის გეგმის თანახმად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.