საქართველო არ მიუწვევიათ პეკინში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე

პუბლიკა

3 სექტემბერს ჩინეთში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმზე საქართველო მიწვეული არ არის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით პეკინში ღონისძიებას დაესწრება 32 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.

მიწვეულ სტუმრებს შორის არ არის საქართველო, რომელთანაც 2023 წელს ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა.