საქართველო არაა ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ გაეროს სასამართლოში

პუბლიკა

საქართველო არ არის იმ 40-ზე მეტი ქვეყნის ჩამონათვალში, რომლებიც ერთობლივ განცხადების ავრცელებენ და მხარს უჭერენ უკრაინას გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს უკრაინის განცხადებას, რომელიც აწარმოებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, რომელიც ცდილობს, დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ პროცესის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს რუსეთს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში დროებითი ზომების შესახებ,  დაავალა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას წელს აწერს: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი.

„პუბლიკა“ ამ საკითხზე ცდილობს, დაუკავშირდეს საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს.