„არა რუსულ კანონს! საქართველო არის შენი“,- დღეს, 19 საათზე რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია დაიგეგმა.
„დღეს, 19:00 ისევ ვიკრიბებით რუსთაველზე, რომ ქართულმა ოცნებამ ისევ საფირმო „ტრიუკი“ არ ჩაგვიტაროს და ვეღარ მოგვატყუოს.
არ დასრულდება პროტესტი, სანამ: პროცედურულად ყველა ეტაპს არ გაივლის პროექტის გაწვევა; სანამ უპირობოდ არ გამოუშვებენ ყველა დაკავებულს.“
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. დილით გავრცელებულ განცხადებაში პარტია წერს, რომ ოცნებამ, მიიღო გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იურისტები ეხმაურებიან. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.