საქართველო ბელგიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 86 400 დოზას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წერს.
„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი “ასტრაზენეკას” ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის”, – წერს ზალკალიანი Twiiter-ის პირად გვერდზე.