„გულწრფელი მადლობა მეგობრული მხარდაჭერისთვის! საქართველო და უკრაინა ერთად“, – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდეტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის. განცხადებას სამინისტრო ქართულად twitter-ზე ავრცელებს.
გულწრფელი მადლობა მეგობრული მხარდაჭერისთვის! საქართველო და უკრაინა ერთად!
Щира подяка за дружню підтримку! Україна та Грузія разом ! pic.twitter.com/nol4DxnzFD
— MFA of Ukraine ?? (@MFA_Ukraine) February 28, 2022
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ჩვენ ყველანი მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის. არ გვინდა, საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.