„საქართველო და უკრაინა მუდამ ერთად" - ზელენსკიმ აქციას მიმართა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმრ ზელენსკიმ  რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

„გამარჯობა საქართველო,

მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა.

მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათ წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი საერთო ჭრილობაა.

და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის, ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენი.

თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით… იარეთ – ჩვენ დაგეხმარებით!

უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!

გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ.

დიდება საქართველს, დიდება უკრაინას.

მართალია ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია, წარმატებას გისურვებთ”, – თქვა ზელენსკიმ.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ აღიარეს მისი ევროპული პერსპექტივა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები უნდა შეასრულოს.

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ თავისი შეფასება 17 ივნისს გამოაქვეყნა და მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციაზე მუშაობას დაიწყებს და შეასრულებს მისთვის დასახულ პრიორიტეტებს. ევროკომისია საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შეაფასებს.