„საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე“ - კანცელარიასთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

მოძრაობა „დროას“ ორგანიზებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.

„საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე“ – ამ მოწოდებით აქციის მონაწილეებმა რეგიონში რუსული აგრესია გააპროტესტეს.

დღეს დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედო დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაარღვია, მათგან 16 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. დაღუპულია ერთი უკრაინელი ჯარისკაცი.

„ოკუპანტები აგრძელებენ  სროლას დასახლებებიდან და საარტილერიო სისტემებს ათავსებენ საცხოვრებელ კორპუსებთან. ამით მტერი ცდილობს აიძულოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გახსნას ცეცხლი, რათა უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში. ნუ გახსნით ცეცხლს საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მისამართით და დაიცავით საერთაშორისო სამართალი”- ნათქვამია ოპერაციული შტაბის განცხადებაში.