„საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე“ - კიევში ქართველების სოლიდარობის აქცია გაიმართა

პუბლიკა

საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე – კიევში ქართველების სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციის ამსახველ ფოტოებს მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს.

რუსეთის ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, თითქოსდა უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილმა შენაერთებმა ყაზარმებში დაბრუნება დაიწყეს. დასავლეთში ამტკიცებენ, რომ რეალურად მოსკოვი, პირიქით, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო აქტივობას ზრდის.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 17 თებერვალს კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის ვარაუდი, რომ კრემლში შეჭრისთვის მზადება დასრულებული აქვთ და ომი ნებისმიერ დღეს შეიძლება დაიწყოს.