საქართველო-ესპანეთის მატჩს დინამოზე ერთად ვუგულშემატკივროთ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.