საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც 28 მარტს საქართველო-ესპანეთის თამაშს დაესწრებიან, შესაძლებლობა ექნებათ, შინ ღამის 12 საათამდე დაბრუნდნენ.
მისი თქმით, ბილეთები ონლაინრეჟიმით, პირადი ნომრების მეშვეობით გაიყიდება.
„რადგანაც თამაში 20:00 საათზე იწყება, ყველა ის ადამიანი, რომელიც მატჩის ბილეთს შეიძენს, ბაზაში იქნება პირადი ნორმით რეგისტრირებული და 00:00 საათამდე გადაადგილების უფლება ექნება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.
დავით მუჯირმა აღნიშნა, რომ მატჩზე დასწრებას დაახლოებით 15 500 გულშემატკივარი შეძლებს.