საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები დაინიშნა. ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
- 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00;
- 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00;
- 30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30;
- 2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გამოფრენა 15:00.
აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.
მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას, სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.