საქართველო-ესტონეთის თამაში ფრედ დასრულდა

პუბლიკა

რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლის გათამაშების მეექვსე შეხვედრა ჩაატარა და 2020 წლის ბოლო შეხვედრა ესტონეთთან ანგარიშით 0-0 დაასრულა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 27 ფეხბურთელი მონაწილეობდა.


სომხეთმა ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მაკედონია 1-0 დაამარცხა და 11 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა 9 ქულით, მესამეზე კი საქართველო – 7 ქულით, მეოთხეზე – ესტოენთი.