საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, რომელსაც ევროკავშირი 1 ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის - „ლე მონდი“

პუბლიკა

ევროკავშირი აპირებს, 1 ივლისიდან გარე საზღვრები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნას, რომელთა შორის საქართველოც არის – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, რომელიც წევრი ქვეყნების ელჩებს აერთიანებს, 26 ივნისის საღამოს შეთანხმებას მიაღწია 1 ივლისიდან 14 სახელმწიფოსთვის გარე საზღვრების გახსნის თაობაზე.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ქვეყნებია: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, საქართველო, მონტენეგრო და სერბეთი.

აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი,ანუ ქვეყნები, სადაც „covid-19-ის” ეპიდემიოლოგიურივითარება არასახარბიელოა.