საქართველო მზად არ არის ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ნაბიჯისთვის - კარლ ბილდტი

პუბლიკა

შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი ტვიტერში წერს, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ნაბიჯისთვის მზად არაა. მისი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა შემაშფოთებელია.

„სიმართლე, რა თქმა უნდა, ის არის, რომ საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში. დემოკრატიის მდგომარეობა შემაშფოთებელია, ოპოზიციის მიმართ მოპყრობა კი საზიზღარი. დღეს ეს არალიბერალური რეჟიმია“, – წერს კარლ ბილდტი ტვიტერში.