საქართველო მზად არის კონსულტაცია გაუწიოს სხვა ქვეყნებს - ვოლსკი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მსოფლიო აჩვენებს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, კონკრეტული ქვეყნების და საქართველოც მზად არის, კონსულტაცია გაუწიოს ყველას, ვინც მიმართავს.

„არა მხოლოდ ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია, არამედ საკმაოდ მაღალი დონის საექსპერტო შეფასება არის ძალიან პოზიტიური როგორც  საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ასევე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების მართვასთან  დაკავშირებით. ჩვენ ერთმანეთი კიდევ ერთხელ უნდა შევაგულიანოთ.

შეფასება კარგია ემოციურად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს – რაც არ უნდა შესანიშნავად იმუშაოს სისტემამ, ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მოვდუნდეთ კონკრეტული მოქალაქეები, რომლებსაც სხვა განწყობა აქვთ და ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ იმ საფრთხეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს ემუქრება. მსოფლიო აჩვენებს გამოცდილების გარკვეულ მიმართულებებს, რომელიც აქვთ კონკრეტულ ქვეყნებს. ამ შემთხვევაში, საქართველოც მზად არის, კონსულტაცია გაუწიოს და ასეც ხდება, ვინც მიმართავს მას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.​