„საქართველო პანდემიას წარმატებით მართავს. უკეთ, ვიდრე დასაწყისში" - ცერცვაძე

პუბლიკა

“საქართველო პანდემიას წარმატებით მართავს” – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი განცხადებით არ არის სწორი, როდესაც ამბობენ, რომ ადრე ქვეყანა კარგად უმკლავდებოდა პანდემიას რადგან ცოტა ინფიცირებული გვყავდა და რადგან ახლა ინფიცირებულთა ოდენობა გაიზარდა,  ვეღარ მართავს.

“ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა იყო მოსალოდნელი, და ასეა მსოფლიოშივ და რომ ისევ წარმატებით ვმართავთ პროცესებს, იმაში გამოიხატება, რომ ამ გაზრდილი ნაკადის ფონზე სიკვდილობა ისევ ისეთი დაბალია”.  – ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, არცერთ პაციენტს, თუ არ ჩავთვლით ორკვირიან ჩავარდნას აჭარაში, არ უგვიანდება ტესტირება, წამალი, ექიმის კონსულტაცია, ხდება ტრიაჟი და ვისაც სჭირდება ყველა ჰოსპიტალისზებულია, მობილიზებულია 4300-ზ ე მეტი საწოლი რაც ზედმეტიცაა.

“თუ ზოგჯერ გამოჩნდება პაციენტი რომელიც ამ მომსახურებას ვერ იღებს, და ამას იტყვის ან თვითონ, ან ჟურნალისტი, ან ვინმე ანგაჟირებული პირი, ეს გამონაკლისი და ერთეული შემთხვევაა”. – ამბობ ის.

მისი თქმით, მეტის თქმაც შეუძლია, რომ ახლა უკეთ უმკლავდება სახელმწიფო პანდემიას, ვიდრე დასაწყისში, ვინაიდან მაშინ, ცოტა ინფიცირებულის და ლოქდაუნის პირობებში პროცესების მართვა ადვილი იყო.

_______________
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ცირკულირების ზოგადი სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 18663
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8338
  • მათ შორის გარდაცვლილი – 143
  • კარანტინის რეჟიმში – 6407
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2862
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1420
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41