საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით - კონგრესმენის წერილი გახარიას

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარკვეინ მალინმა სოციალურ ქსელში წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა.

წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. ამავე წერილში საუბარია ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“.

 

„მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბოლო წლებში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რაც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. შედეგი არის ის, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, რადგან ამერიკული და ევროპული ინტერესები შევიწროვებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ“, – წერს კონგრესმენი