საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში არ არის - Tass

პუბლიკა

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა. საქართველო მათ შორის არ არის. სია მოიცავს იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ „არამეგობრული ქმდებები“ გამოავლინეს – ინფორმაციას რუსული მედია სამთავრობო სააგენტო Tass-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

არამეგობრულ ქვეყნებს შორის მოხვდნენ: აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან მარინო, ჩრდილო მაკედონია, სინგაპური, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.

5 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, რომ შეედგინათ არამეგობრული ქვეყნების სია მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.