საქართველო სახმელეთო საზღვრები პირველი ივნისიდან გაიხსნება

პუბლიკა

უწყებათა საკოორდინაციო საბჭომ სახმელეთო საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ამოქმედდება 1 ივნისიდან.

„სახლელეთ საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით  და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულები იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ ტესტი.

აქვე რეკომენდაცია არის გაცემული, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმართლეობის დაზრვევა, როემელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც“,- განაცხადეს მთავრობაში დღევანდელ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, ბრიფინგზე ითქვა, რომ იმ ქვეყნების ჩამონათველს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს აქვთ უფლება საქართველოს საზღრის კვეთის ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა.