საქართველო შეუერთდა გაეროს 50-ზე მეტ ქვეყანას და უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

პუბლიკა

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო.

დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების უგულებელყოფა და დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან. განცხადებაზე ხელმომწერები უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

ხელმომწერებს შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, თურქეთი, საქართველო, მოლდოვა, კანადა და ახალი ზელანდია.