ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას შესახებ.
„შეშფოთებული ვარ საქართველოდან მიღებული ამბებით, ქვეყნიდან, რომელიც ადრე მაგალითს აძლევდა სხვებს და ახლა უკან ბრუნდება თავის მშფოთვარე წარსულში, 90-იან წლებში. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია“, – წერს ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში.
I am alarmed by the news coming from Georgia, a country that used to set examples for others and now slides back to its turbulent past as in 1990s. Decision to arrest @UNMGeorgia Chairman Nika Melia is unacceptable. https://t.co/FF5Qno3zgG
— Anna Fotyga – Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) February 18, 2021
გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დღეს კი, პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.