საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და „უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს”.
„გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!”, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Heartfelt congratulations to Ukraine on the Independence Day! Georgia stands in solidarity with ?? and stays committed supporter of Ukraine’s sovereignty and territorial integrity. ?? wishes peace and prosperity to the people of Ukraine.
З Днем Незалежності України!…
— MFA of Georgia (@MFAgovge) August 24, 2023
დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა.
ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა, ამავე წლის აგვისტოში, ქვეყანაში „აგვისტოს პუტჩი” მოხდა – მიზანი სსრკ-ს პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვისთვის მართვის სადავეების ჩამორთმევა და ძველი სახელმწიფო წყობის დაბრუნება იყო.
ამისთვის, 1991 წლის 24 აგვისტოს უმაღლესმა რადამ საგანგებო სხდომა მოიწვია და უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ აქტი მიიღო, რომელიც თავის მხრივ 1991 წლის 1 დეკემბერს რეფერენდუმით დადასტურდა.