საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმებს ეხმაურება და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.
„ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს.
ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, – წერს სალომე ზურაბიშილი X-ზე.
2 იანვრის დილას რუსეთმა კიევსა და ხარკივზე იერიში მიიტანა. Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია ათობით ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.