საქართველო ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზეა | კვლევა

პუბლიკა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მართვის სკოლის მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით, საქართველო  Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრის მიხედვით, მსოფლიოში მე-8 ადგილზეა.

ინდექსი შედგენილია იმის მიხედვით, თუ რა სახის შეზღუდვები დააწესეს მთავრობებმა – საგანმანათლებლო, სატრანსპორტო, ბიზნესისა და სხვა მიმართულებით. კვლევაში 0 მინიმალურ შეზღუდვებს ნიშნავს, 100 – მაქსიმალურს. საქართველოს 84,26 ქულა აქვს და მე-8 ადგილს კვიპროსსა და ჰოლანდიასთან ინაწილებს:

  • აზერბაიჯანი – 89.81;
  • ზიმბაბვე – 87.04;
  • ერიტრეა – 86.11;
  • ირლანდია – 85.19;
  • გერმანია – 85.19;
  • ისრაელი – 85.19;
  • ვენესუელა – 84.26;
  • საქართველო 84.26;
  • კვიპროსი – 84.26;
  • ჰოლანდია – 84.26.

საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა – რა იხსნება, რა არ იხსნება და როდიდან იხილეთ ბმულზე.