გამოქვეყნდა ევროკომისიის აპარატის მეოთხე ანგარიში „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“, რომელის ქართული თარგმანიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზეა განთავსებული.
დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმის გაუქმების დღიდან საქართველოს მოქალაქეების ვიზიტის რაოდენობა თითქმის 900 ათასია. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მაღალი დარჩა;
„იგი 2018 და 2017 წლებში თავშესაფრის მოთხოვნათა მთლიან რაოდენობას აღემატებოდა და საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მომთხოვნი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი წამყვანია. საქართველო თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნათა გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევის პროაქტიულად გადაჭრას განაგრძობს“, – აღნიშნულია ანგარიშში.