31 მაისს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართეს წერილით, რომელშიც ისინი ევროკავშირს სთხოვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე ეტაპზე, პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი „ვაქცინების გაზიარების მექანიზმი“ გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად, დაეხმარება ამ ქვეყნებს, დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი.
მთავრობის ხელმძღვანელები გამოთქვამენ მზადყოფნას, გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით.