„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკომისია საბოლოო ანგარიშს ოქტომბერში წარადგენს და საქართველოს შესახებ შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს. ამასთანავე, იოზვიაკის თქმით, იქნება დათქმებიც და სტატუსის მიღებამდე დარჩენილ დროში საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა იმუშაოს.
„საქართველომ კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია შესაძლოა, ოქტომბერში მიიღოს, როცა კომისია ანგარიშს წარადგენს. რა თქმა უნდა, იქ იქნება დათქმებიც.
ამასთან კიდევ ორი ასპექტია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, ანგარიშის წარდგენამდე კიდევ 6 თვეა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. მეორე საკითხია, რომ რეკომენდაციას გასცემს ევროკომისია, მაგრამ კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და შეიძლება მათ ვერ მიაღწიონ კონსესუსს ევროკომისიის რეკომენდაციაზე.
ეს 6 თვე იქნება ერთგვარი ტესტიც საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, როგორ იმუშავებს ევროკომისიის მიერ დასახულ რეკომენდაციებზე და რომ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც საქართველოს ევროკავშირისგან დისტანცირებას მოახდენს“, – განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.