საქართველომ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

პუბლიკა

საქართველომ უკრაინაში გააგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.

გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება – გაიგზავნა სისხლის კომპონენტები და ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.

საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლიუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს.