ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომის დასასრულს მხარეებს შორის ხელი მოეწერა ათ დოკუმენტს, მათ შორის „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას”. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მოაწერა.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა, იანოშ ჩაკიმ მოაწერეს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.