საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და გასაკეთებელი კიდევ ბევრია - აშშ-ის ელჩი

პუბლიკა

“გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა, აქ ვიმყოფები. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში აშშ-ის ელჩად ვიმსახურო და მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობაში.

თითქმის 30 წელია ერთად ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს დავეხმაროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, განათლებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების საკითხში და, რა თქმა უნდა, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომ დაიცვას მისი საზღვრები და მოქალაქეები.

ვფიქრობ, საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია წლების განმავლობაში და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამეა. მე მოუთმენლად ველი საელჩოში ჩემს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად, დავეხმარო საქართველოს, რომ მიაღწიოს სტაბილურობის, წარმატებისა და უსაფრთხოების მიზნებს”.

ამერიკის ახალი ელჩის, კელი დეგნანის ამ სიტყვებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დეგნანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

ამერიკის სენატმა კელი დეგნანის კანდიდატურას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დეკემბერში დაუჭირა მხარი.

შეერთებულ შტატებს საქართველოში  ელჩი 2018 წლის შემდეგ აღარ ჰყავდა და მის მოვალეობას ელიზაბედ რუდი ასრულებდა.