საქართველომ „წითელი ჯვრისგან“ 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა საჩუქრად მიიღო

პუბლიკა

საქართელოში ჩამოვიდა „წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოების“ საჩუქარი. 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა ქვეყანაში წუხელ, გვიან ღამით ჩამოიტანეს.

„ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ უმნიშვნელოვანეს საქმეში და ,,სინოფარმის“ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ“, – განაცხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ ვაქცინის ჩამოტანის შემდეგ.

„სინოფარმის“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, რომელიც 21 დღის ინტერვალით კეთდება.