საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

პუბლიკა

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში პორტუგალია დაამარცხა, ანგარიშით – 2-0. პორტუგალია ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

პირველი გოლი გიორგი გაგუამ გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს კი მეორე გოლი – საბა საზონოვმა.

ამ მაგრიშით საქართველო 3 ქულით ჯგუფის ლიდერად მიიჩნევა. შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 24 ივნისს, ბელგიის ნაკრებთან გამართავს.