საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსნდრე ხვთისიაშვილის ცნობით, ახლა საქართველოს მოქალაქეები სუდანისა და ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან.
„ველოდებით, რომ ისინი უკვე დატოვებენ სუდანს და გადავლენ ეგვიპტეში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება სამშობლოში, საქართველოში.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საელჩოების, პარტნიორებისა და კომპანიების ჩართულობით, ეს ევაკუაცია განხორციელდა წარმატებით და საქართველოს არცერთი მოქალაქე დღეს სუდანში აღარ იმყოფება. ამ ქვეყნიდან ყველა უსაფრთხოდ არის გამოყვანილი“, – განაცხადა მან.