აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.
თბილისის აეროპორტში ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, მას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.