შინაგან საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებული ი.ჯ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ჯ. 27 ნოემბერს თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.ჯ. ცხელ კვალზე სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი. ი.ჯ. დანაშაულს აღიარებს.
ვინაიდან ბრალდებული ი.ჯ. არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას”, – წერს შსს.