საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  კომპანია „ჯი ემ სი“ საქმიანობას აფართოებს  

რეკლამა

„საქართველოს ბანკი”, როგორც ბიზნესის საიმედო მხარდამჭერი,  აგრძელებს ბიზნესის წახალისებას.  ამჯერად,  საქართველოს  ბანკთან პარტნიორობით  „ჯი ემ სი“  მეტალის კონსტრუქციების, კერძოდ  მშენებლობისათვის საჭირო სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების  წარმოებას იწყებს. კომპანია  გეგმავს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. პროექტის ჯამური ოდენობა  5 800 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ინვესტიცია კი    4 060 000 ლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს ახალ წამოწყებაში გვერდით გვიდგას  ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია. მოგეხსენებათ, რომ  ,,ჯი ემ სი“ წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ კომპანიას საქართველოში, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული ქვის სამსხვრევი,  ბეტონის მწარმოებელი მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტი, ასევე ლითონის ბადეების ადგილობრივი წარმოება. ახალი პროექტის ფარგლებში კი ვიწყებთ სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებას. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ასევე ვგეგმავთ ზემოთ ხსენებული მანქანა-დანადგარებისათვის საჭირო მექანიზმების ადგილზე წარმოებას“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ბადრი ხიმშიაშვილმა.

„სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ფართოვდება ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი. კომპანია ,,ჯი ემ სი“ წარმოადგენს კომპანიას, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია. ერთობლივი ძალისხმევით კი კომპანიამ ახალი საქმიანობის წამოწყება შეძლო, რაც ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ ბიზნესს, ახალ სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკის გაჯანსაღებას. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმებში“.- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.