საქართველოს ბანკისა და  „თბილი სახლის“ პარტნიორობით ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი მოეწყო

რეკლამა

 საქართველოს ბანკისა და „თბილი სახლის“ პარტნიორობის ფარგლებში ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი მოეწყო. პროქტის დასრულება ბანკის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 14.1 მლნ. ლარი შეადგინა.

პროექტი ითვალისწინებს ახალი ტერმინალის საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას, კერძოდ, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, წყალმომარაგების, სანიაღვრე, ელექტროობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს.

„თბილი სახლი“ ბაზარზე 2001 წლიდანაა წარმოდგენილი და 450-მდე ადამიანს ასაქმებს.  კომპანიას წარმატებით აქვს დასრულებული 250-მდე პროექტი, რომლებიც მოიაზრებს, როგორც ინდუსტრიული, ასევე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების საინჟინრო კომუნიკაციების განხორციელებას. მათ შორის ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: ქუთაისის პარლამენტი და ადმინისტრაციული შენობა, ფოლადის მწარმოებელი ქარხანა „ჯეოსტილი“, იუსტიციის სამინისტრო, შსს საპატრულო პოლიცია, შოკოლადის მწარმოებელი ქარხანა „ბარამბო“, მრავალფუნქციური კომპლექსი AXIS TOWERS, სავაჭრო ცენტრები – „ისტ პოინთ თბილისი“, „გალერია თბილისი“ და მრავალი სხვა.

„ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა უკვე 20 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ერთად, აქტიურად  ვაგრძელებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ კომპანიის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ბანკი აგრძელებდა და აგრძელებს ერთგულ პარტნიორობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ, შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა “თბილი სახლის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თეონა გულდედავამ.

„თბილი სახლი“ ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტზე მოქმედი ცნობილი კომპანიების საიმედო პარტნიორია და კლიენტებს სთავაზობს, როგორც ხარისხიანი პროდუქციის ასორტიმენტის სტანდარტულ მოდელებს, ასევე ინდივიდუალური, სპეციფიური დაკვეთით დამზადებული პროდუქციის მოწოდებას უმოკლეს დროში. კომპანიაში მუშაობს გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების გუნდი, რაც “თბილი სახლის“ წარმატებული საქმიანობისა და პროფესიონალიზმის  დასტურია. ამასთან, საინჟინრო კომუნიკაციების სპეციალისტები მუდმივად გადიან სხვადასხვა ტრენინგსა და კურსს პარტნიორ უცხოურ კომპანიებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  და გააჩნიათ სათანადო ლიცენზია/ნებართვა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ინსტალაციასა და მომსახურებაზე.