„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას წერილით მიმართავს.
წერილში წერია, რომ შშმ ბავშვებს, რომლებსაც მიმდინარე თვეს გასდით შშმ ბავშვის სტატუსი გადამოწმების მიზნით შესაბამისს უწყებაში მისვლა უწევს. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მოუწევთ ჩვეულ რეჟიმში სტატუსის გასაგრძელებელი პროცესების გავლა და ბავშვის იზოლირებული გარემოდან გამოყვანა. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს მიიღონ გადაწყვეტილება და იმ შშმ ბავშვებს, რომლებსაც უწევთ სტატუსის გადამოწმება შეუნარჩუნონ სოციალური პაკეტი.
„არსებული რისკების გათვალისწინებით, რამოდენიმე მშობელმა უარი თქვა სტატუსის გაგრძელებაზე, რაც იქნება შშმ ბავშვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველი. მოგეხსენებათ, რამდენად მოწყვლადია შშმ ბავშვის ოჯახი და რა მოცულობის ხარჯებთან დაკავშირებული მისი სხვადასხვა სასიცოცხლოდ საჭირო მომსახურებები. ამ დროს სოციალური პაკეტის შეწყვეტა მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს შშმ ბავშვის ოჯახს. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა მიმდინარე ეტაპზე არ იქნება მრავალრიცხოვანი, გთხოვთ შეიტანოთ შესაბამისი ცვლილებები და კორონა ვირუსის გავრცელების რისკის პერიოდში იმ შშმ ბავშვებს, რომლებსაც უწევთ სტატუსის გადამოწმება შეუნარჩუნოთ სოციალური პაკეტი“.