„ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სრულად ინფორმირებულები არიან და იციან, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში.” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში.
„ჩვენმა კარგმა მეგობარმა, ჯეიმს აპატურაიმ პირდაპირ თქვა, რომ ნატოში არ იღებენ ქვეყანას, სადაც პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს. ამაზე უფრო მკაფიოდ როგორ შეიძლება, შეაფასო ეს პროცესი? როცა ჩვენი ყველა პარტნიორი მოუწოდებს, რომ თავი დაანებონ ბოიკოტს და საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი. ამაზე მკაფიოდ რა თქვან მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის – საქართველოს ამ გამოწვევების ფონზე სჭირდება კონსოლიდაცია“. – განაცხადა დავით ზალკანიანმა.
მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტში დეპუტატები კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.