გერმანია, ლიეტუვა, სომხეთი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ბელგია, უკრაინა, ბულგარეთი – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
გლობალური აქცია რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის ინიციატივით იმართება. მისი ინფორმაციით, აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 40-მდე ქალაქში გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მოქალაქეები საქართველოში, რამდენიმე ქალაქში შეიკრიბებიან. აქცია დაგეგმილია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ჭორვილასა და ურეკში.